გვიპასუხოს თაღლითმა, გადამგდებმა "ოცნებამ", რატომ არ ინტერესდება ღარიბაშვილის ქონების გამჭვირვალეობით? - მანჯგალაძე

05.04.24 13:34
გვიპასუხოს თაღლითმა, გადამგდებმა "ოცნებამ", რატომ არ ინტერესდება ღარიბაშვილის ქონების გამჭვირვალეობით? - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს, პაატა მანჯგალაძეს აინტერსებს, რატომ არ ინტერესდება "ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილის საეჭვო გამდიდრების საკითხით იმ ფონზე, როდესაც ენჯეოების ფინანსურ გამჭვირვალეობას ითხოვენ.

ოპოზიციის წევრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსული კანონი მხოლოდ პესკოვს მოსწონს, დანარჩენი ცივილური სამყარო კი აღნიშნნულ კანონს საფრთხის შემცველად მიიჩნევს, ანალიზი მარტივი გასაკეთებელია. 

ირაკლი ღარიბაშვილის გამჭვირვალობა ვერ ჩაუტარებიათ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ნაჩუქარი 1000 დოლარით ვისწავლეო და არ მქონდა შემოსავალიო, დღეს ამბობს, რომ მამაჩემი მილიონერიაო. რომელიმე "ოცნების" წევრი თუ დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის ქონების გამჭვირვალობით? ძალიან მარტივი კითხვაა. ამას უნდა უპასუხოს ფარისეველმა, ცრუპენტელა, გადამგდებმა, თაღლითმა "ქართულმა ოცნებამ". როცა გაერო გეუბნება, როცა ნატო გეუბნება, როცა ევროკავშირი გეუბნება, როცა ევროსაბჭო გეუბნება, მეტი ვინ უნდა გვითხრას, რომ ეს კანონი არის რუსული, ანტიევროპული? მოსწონს პესკოვს. მარტივი ანალიზი გავაკეთოთ, ერთ მხარეს დგას პესკოვი, მეორე მხარეს დგას დანარჩენი ცივილიზებული სამყარო, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის დაბრუნება განიზარახა.  

მსგავსი სიახლეები