5 და 6 ივლისს პოლიციის ერთი და იგივე რაოდენობა იყო მობილიზებული - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 5 და 6 ივლისს პოლიციელების ერთი და იგივე რაოდენობა იყო მობილიზებული.
ვახტანგ გომელაურის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის, მტკიცებით, 5 ივლისს პოლიციის თანამშრომლები 20 სხვადასხვა ადგილას იყვნენ მობილიზებულნი, გუშინ კი ღონისძიება ერთ კონკრეტულ ადგილზე იყო.
5 ივლისს საბოლოო ჯამში, თითქმის 20 სხვადასხვა ლოკაციაზე მოუწია არა ერთ დანაყოფს გასვლა. მათ შორის, არა ერთი ცრუ შეტყობინება იყო. ხალხი იყო გაშლილი მთელ ქალაქში. გუშინ იყო ზუსტად ის რაოდენობა, რაც წინა დღეს იყო მობილიზებული. გუშინ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ტარდებოდა ღონისძიება. შესაბამისად, ყველა პოლიციელი ამ ლოკაციაზე იყო ორგანიზებული და ორიენტირებული"- თქვა დარახველიძემ.