სახელმწიფო ჩამოშლილია, ეს იყო უუნარობის გამოხატულება - გახარიას პოლიტიკური იერიში "ოცნებაზე"

07.07.21 16:50
სახელმწიფო ჩამოშლილია, ეს იყო  უუნარობის გამოხატულება - გახარიას პოლიტიკური იერიში "ოცნებაზე"

გახარიას პოლიტიკური იერიში ხელისუფლებაზე - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ზუგდიდიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების პოლიტიკური ბოსები" გადაბრალების რეჟიმში არიან. ხელისუფლება კი ჩამოშლილია. 

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეები ვერ დაიცვა და უუნარობა გამოავლინა. 

"ეს იყო უუნარობის პიკი"- აღნიშნავს პრემიერი. 

ჩათვალეთ, ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ.  ეს უუნარობის გამოხატულება იყო, არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ადამიანებს ასე ესმით თურმე სახელმწიფო, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე ვიღაცა სხვები არიან პასუხისმგებლები - ეს უკვე უსუსურობაა. მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კიდევ უფრო უპასუხისმგებლობაა.

სახელმწიფომ ფაქტობრივად  გვითხრა, მე თქვენ  გაგაფრთხილეთ, ახლა გვერდზე გავდგები და თქვენ, მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთ ურთიერთობაო. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას და ეს ყველაფერი ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ. არაკომპეტენტურობის გარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის პირდაპირ მიყენებული ზიანი. ეს ფაქტობრივად, სახელმწიფოს ჩამოშლაა“,-აღნიშნავს გახარია.