მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს - შსს ადიგენზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში, – ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ წუთებში უკიდურესად არის დაძაბული ვითარება ადიგენში - მეჩეთის გამო დაწყებული კონფლიქტიდან რამდენიმე კვირის თავზე მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი პარასკევის ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს მეჩეთშიიი არ უშვებენ.