"როგორც ადგილობრივები მაცნობებენ, მუსლიმების შესაჩერებლად სპეცრაზმი გაუშვეს" - ნაკაიძე
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, ადიგენში მუსლიმებს ლოცვაში ხელს უშლიან, პოლიციამ გზები გადაკეტა და მათ მეჩეთში არ უშვებენ.
ნაკაიძის თქმით, ადგილობრივები მას ეუბნებიან, რომ ადგილზე სპეცრაზმი გაუშვეს.
კადრებში ჩანს, რომ ადიგენში მცხოვრები მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.
ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18 დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა. პორიქით დაძაბა. პოლოციამ გადაკტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველიში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცყოფა მიაყენნ მლოცველებს.
როგორც ადგილობრივები მაცნობენ მუსლიმების შესაჩერებლად სპეცნაზი გაუშვესო. ხალხო რას შვებით. ხალხი სალოცავად მიდის საომრად კი არა. სპეცნაზით დამნაშაავეები დასაჯეთ," - წერს ნაკაიძე.
TOK TV-ის ინფორმაციით, ადიგენში, წერეთლის 18-ში მერაბ მიქელაძეს კერძო სახლის მიმდებარედ კვლავ აქცია იმართება და ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სახლამდე არ უშვებენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, ადიგენის შესასვლელთან გზა ჩაკეტილია.
რამდენიმე კვირაა, მუსლიმები ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც მორწმუნეებს ალტერნატიული ფართი სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთის სანაცვლოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადასცეს. სახლი, სადაც ყოველკვირეული ლოცვები ტარდებოდა, ახლა დაკეტილია და იქ რამდენიმე დღეა სალოცავად არავინ გამოჩენილა.