ადიგენი დიდი დაპირისპირების ზღვარზე - მუსლიმები ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებას სთხოვენ
ადიგენი დიდი დაპირისპირების ზღვარზე - პარასკევის ტრადიციული ლოცვა მუსლიმებმა ვერ ჩაატარეს, თუმცა უკან მხოლოდ დროებით დაიხიეს. მუსლიმთა თემი მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს და მართლმადიდებელ მამებს, ესაუბრონ საკუთარ მრევლს და დაარწმუნონ, რომ კონფლიქტი უნდა დასრულდეს. სოფელში დაპირისპირებამ წინა კვირას იფეთქა, როცა მუსლიმებს სალოცავისკენ მისასვლელი გზა ქრისტიანმა მრევლმა ჩაუკეტა.
უკვე ერთი კვირაა, მუსლიმები ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც მორწმუნეებს ალტერნატიული ფართი სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთის სანაცვლოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადასცეს. სახლი, სადაც ყოველკვირეული ლოცვები ტარდებოდა, ახლა დაკეტილია და იქ რამდენიმე დღეა სალოცავად არავინ გამოჩენილა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.