,,ულეტაიწე ვორონი"-ს უსმენდა და ხმა დავაწევინეო - რატომ დაუპირისპირდნენ მოსამართლე ლევან თევზაძეს
საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს უსმენს. ლევან თევზაძეს, რომელიც სასამართლო კლანის დაჯგუფების ერთ-ერთ წევრად ითვლება, კითხვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსვამენ.
მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა, მოსამართლეს კითხვა დაუსვა მის ადრინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით.
როცა თქვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბრძანდებოდით, მაშინ მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილმა ბრალი დაგდოთ, რომ იყავით ყველაზე უარესი თავმჯდომარე. - მიმართა თევზაძეს ლევან იოსელიანმა.
იოსელიანის საპასუხოდ მოსამართლე ლევან თევზაძემ განაცხადა, რომ მაშინ ჯალიშვილის პროტესტი მის შენიშვნას მოჰყვა.
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა შემოვიდა სასამართლოს მენეჯერი და მითხრა, რომ სართულზე მუსიკები აქვს ჩართული და ,,ულეტაიწე ვორონი"-ს უსმენსო ხმამაღლაო. ავდექი, მომერიდა, ხომ არ დავურეკავდი, ავედი მის სართულზე და ვუთხარი, ბატონო თამაზ, დაუწიე, ხმა გამოდის-მეთქი. ანუ მუსიკის ჩართვის გამო ეწყინა. სხვა საქმე არ არსებობს. - განაცხადა ლევან თევზაძემ.
კომიტეტის სხდომაზე ლევან თევზაძემ უარყო ინფორმაცია, რომ სასამართლოში კლანური დაჯგუფება არსებობს.
მოსამართლე თევზაძე სასამართლო კლანის გავლენიან წევრად ითვლება. ის ჯერ საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, ახლა კი მეორე ინსტანციის მოსამართლეა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების სურვილი აქვს.
ევროპელი პარტნიორების, დიპლომატიური კორპუსისა და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად ,,ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მაინც აგრძელებს.