კარგია?კარგი ყოფილა გამჭვირვალობა? - პაპუაშვილი 4 მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესის გააჩერებაზე
კარგია?კარგი ყოფილა გამჭვირვალობა? - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესის გააჩერებას.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცის და რომ ქართული მართლმსაჯულება კანონის შესაბამისად მოქმედებს.
კარგია?კარგი ყოფილა გამჭვირვალობა? ხომ კარგი ყოფილა? აი ეს არის ორმაგი სტანდარტი. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს მოსამართლეების, პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობა. მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ეს ინსტიტუციები და აქტორები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდგომ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაში. ამ საკითხზე ვერაფერს ვერ გეტყვით. სასამართლოს რაღაც გადაწყვეტილებაა, როგორც ჩანს. ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს კანონის შესაბამისად, რაც არაერთხელ დადასტურდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ამიტომ ვნახოთ ეს გადაწყვეტილება", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა.
სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა.
ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვა და სწორედ ანტიკორუფციულმა დაუდასტურა არასამთავრობოს, რომ ოთხმა მოსამართლემ სასამართლოს იმისათვის მიმართა, რომ ანტიკორუფციულმა მათი დეკლარაციები არ შეამოწმოს.
მოსამართლე კი, რომელმაც დეკლარაციის შემოწმებაზე უარი თქვა, თავს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად აცხადებს.
სერგო მეთოფიშვილი სკანდალური ამბის გასაჯაროების შემდეგ თავის მართლების რეჟიმშია.