საჯაროდ, მიკროფონში რომ გაეკეთებინა მსგავსი განცხადება, უფრო მკაცრები ვიქნებოდით - მდინარაძე ოდიშარიაზე

05.04.24 15:53
საჯაროდ, მიკროფონში რომ გაეკეთებინა მსგავსი განცხადება, უფრო მკაცრები ვიქნებოდით - მდინარაძე ოდიშარიაზე

"ქართული ოცნება" ბექა ოდიშარიას იცავს. მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მსგავსი უხამსი განცხადება ოდიშარიას რომ მიკროფონში, საჯაროდ და მიმართებით გაეკეთებინა, "ქართული ოცნება" უფრო მკაცრ ზომებს გაატარებდა. 

გუშინ ერთმა ადამიანმა გაცილებით უარესი რამ თქვა, ვიდრე ოდიშარიამ. არ დავასახალებ, უბრალოდ, ეს ჩვენი თანაგუნდელი იყო თუ არა. თქვენ ვერ ჩაიწერეთ ეს. მართლა უხამსობა იყო ის, რაც გავიგეთ ჩვენ, ოღონდ ვამბობთ, რომ ეს იყო უხამსობა, რომელიც თქვენ ჩაიწერეთ პაპარაცულად. ანუ მას რომ ჰქონოდა იგივე განცხადება გაკეთებული საჯაროდ, მიმართებით, მიკროფონში და ა.შ., გაცილებით მკაცრი იქნებოდა ჩვენი რეაქცია, გულწრფელად გიდასტურებთ, მაგრამ ეს იყო ჩვენს ორ კოლეგას შორის ლაპარაკი, თუმცა მაინც ძალიან ცუდი იყო, - თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს ორი დღის წინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.    

მსგავსი სიახლეები