კანონპროექტი რისკავს საქართველოს ევროპული გზიდან გადასვლას - სახდეპი რუსულ კანონზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

05.04.24 17:05
კანონპროექტი რისკავს საქართველოს ევროპული გზიდან გადასვლას - სახდეპი რუსულ კანონზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს მისი ევროპული გზიდან გადასვლას.

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მეორე განცხადებას ავრცელებს. სახდეპის განცხადებიდან ირკვევა, რომ აშშ-მა საქართველოს მთავრობასთან მკაფიოდ დააფიქსირეს შეშფოთება.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის შემობრუნების გამო, რომელიც ეფუძნება გასული წლის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთა სამუშაოები სარგებლის მომტანია ქართველების ყოველდღიური ცხოვრებისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა.

კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს მისი ევროპული გზიდან გადასვლას. ჩვენი შეშფოთება მკაფიოდ გავაცანით საქართველოს მთავრობას" - წერია სახდეპის განცხადებაში.

 პირველ განცხადებაში სახდეპმა "ოცნება" გააფრთხილა: "კანონპროექტი საქართველოს ჩამოაშორებს ევროპის გზას".