ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით - ევროკომისარი

07.07.21 17:06
ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით - ევროკომისარი

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისი, ამბობს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით, ან რაიმე სახით დისკრიმინაციით. 

შესაბამისი განცხადება ევროპელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ოლივერ ვარჰეისი პუტინისტური დაჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტსაც გამოეხმაურა: 

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი"- განაცხადა ევროკომისარმა.