საიდან ერიცხება მილიონები და როგორ განკარგავს? - ფონდი "ქართუ" ინფორმაციას მალავს
რას მალავს ფონდი "ქართუ"? - იმ დროს, როდესაც გამჭვირვალობას ამოფარებული "ქართული ოცნება" მესამე სექტორს რუსული კანონით ემუქრება, ივანიშვილის ფონდი სრულიად გასაიდუმლოებულ ორგანიზაციად იქცა. უკვე სამი წელია, "ქართუ" მისი ფინანსური ტრანზაქციების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აქვეყნებს. საიდან იღებს ფულს, ვინ არიან მისი შემომწირველები და რა მიზნით? - ეს ყველაფერი საგულდაგულოდ არის დამალული.
დამალულია ფინანსური ანგარიშები და აუდიტორული შემოწმებების დოკუმენტები კანონის პირდაპირი დარღვევაა. კორუფციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ "ქართუში" ოფშორებიდან და რუსეთიდან შემოსული თანხები თეთრდება, რომელითაც შემდეგ ივანიშვილი მმართველი გუნდის კეთილგანწყობას ყიდულობს. ამავე დროს კი ფონდი "ქართუ" იმ რუსი ოლიგარქების მაშველი რგოლია, რომლებსაც დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებთან წვდომა აღარ აქვთ.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.