"ვაწყდებით უფრო და უფრო მეტ აგრესიულ რუსულ ჩარევებს" - საფრანგეთის ელჩის რჩევა რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად
"რუსულ ჩარევასთან ბრძოლა ისე გვინდა, რომ ადამიანის უფლებების ორგანიზაციების სტიგმატიზება ან დემონიზირება არ მოვახდინოთ", - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში საუბრობს რუსულ ჩარევებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.
ძალიან ნათლად რომ ვთქვა, საფრანგეთში ჩვენ ვმსჯელობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ბევრი დემოკრატია აწყდება - როგორ ვებრძოლოთ უცხოურ ჩარევებს დემოკრატიულ პროცესებში და ყველა ქვეყანამ უნდა იპოვოს შესაბამისი პასუხები. საფრანგეთში ვაწყდებით უფრო და უფრო მეტ აგრესიულ რუსულ ჩარევებს და გვინდა, რომ ვებრძოლოთ ამ ჩარევებს და გვინდა, რომ ვებრძოლოთ ამას ადამიანის უფლებების ჩარჩოების ფარგლებში, რადგან ეს არის ჩვენი ღირებულება და გვინდა, რომ ვებრძოლოთ იმ გზით, რომ სტიგმატიზება ან დემონიზება არ გავაკეთოთ ადამიანის უფლებების ორგანიზაციის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა პროცესებმა არ გამოიყენონ იმის ხერხები, ვის წინააღმდეგაც ბრძოლას ვცდილობთ,“ - ამბობს საფრანგეთის ელჩი.