უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის დეპარტამენტს ირაკლი ბერაია ჩაიბარებს - რატომ დაატოვებინეს პოსტი შალვა ლომიძეს?

05.04.24 20:28
უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის დეპარტამენტს ირაკლი ბერაია ჩაიბარებს - რატომ დაატოვებინეს პოსტი შალვა ლომიძეს?

 

 

ირაკლი კობახიძემ გენერალ მაიორი ლეიტენანტზე გაცვალა. უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის დეპარტამენტს ირაკლი ბერაია ჩაიბარებს. დეპუტატის გამოცდილება ძალოვან უწყებაში მხოლოდ 4 წელს მოიცავს და შს სამინიტროში რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ეს მაშინ, როდესაც პოსტიდან გადაყენებულ შალვა ლომიძეს უსაფრთხოების სამსახურში მაღალ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებაც აქვს და გენერლის სამხრეებს ატარებს.

რატომ დაატოვებინეს პოსტი ლომიძეს? მთავარი მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილია. გენერალ მაიორი ექსპრემიერის კადრი იყო. ამ გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძემ მისი წინამორბედის ნდობით აღჭურვილი კიდევ ერთი პირი ჩამოიშორა, დაზვერვა კი ჩააბარა ადამიანს, რომლსაც ამ სფეროში ერთი დღეც არ უმუშავია. ირაკლი ბერაია, რომელმაც საზოგადოებას თავი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფით დაამახსოვრა, ახლა იმ უწყებას ჩაიბარებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები