ძალადობა რადიკალური ოპოზიციის ინტერესში შედიოდა - ღარიბაშვილი

07.07.21 17:15
ძალადობა რადიკალური ოპოზიციის ინტერესში შედიოდა - ღარიბაშვილი

ძალადობა, რაც დედაქალაქში ხდებოდა, არც ეკლესიის, არც მთავრობის და არც საზოგადოების ინტერესებში არ შედის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

ღარიბაშვილმა მომხდარი დაპირისპირება ისევ "რადიიკალურ ძალებს" დაუკავშირა. 

ეს იყო ცალკეული ინდივიდების მიერ ჩადენილი გამიზნული პროვოკაცია. ეს ძალადობა, მათი გათვლით საბოლოო ჯამში გამოიწვევდა პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებას. ეს იყო მათი ერთი ამოცანა. რა თქმა უნდა, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, დაზიანდებოდა ჩვენი ეკლესიის იმიჯი და საბოლოო ჯამში, ევროკავშირის იმიჯიც. შესაბამისად, დასკვნის სახით მინდა გითხრათ,  ეს გაუგონარი ფაქტია და არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის და არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს მხოლოდ ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის, ან დესტრუქციულად განწყობილი რევანშისტული ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა"- თქვა ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ყველა ფაქტს გამოიძიებენ.