გომელაურის მოადგილე იტყუება -პრაიდის ორგანიზატორები
პრაიდის ორგანიზატორები "ტვ პირველთან" პირველად ასახელებენ, რა ალტერნატივა შესთავაზეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რუსთაველზე მსვლელობის ნაცვლად.
ღირსების მარშის ორგანოზატორების თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს საზოგადოება მოატყუა.
პოლიციასთან ყოველ ეტაპზე ვთანამშრომლობდით. ვითხოვდით მათთან შეხვედრას. ვიყავით გამომძიებელთან, მათ შორის, ოფისის დარბევის ფაქტზეც. ის, რომ დარბევისას ოფისში პოლიციელები საერთოდ არ იყვნენ, კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს. რაც შეეხება ალტერნატიულ სივრცეს, ჩვენ ღირსების მარშს ვგეგმავდით ღიად, თბილისის ქუჩებში და არა დახურულ ტერიტორიაზე. შსს-ს ალტერნატიული ლოკაცია, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, იყო დიდუბის გამოფენა, რომელიც არც ერთ წარმოდგენაში არ შეიძლება, დაკვალიფიცირდეს, როგორც სივრცე, სადაც მსვლელობა შეიძლება, მოაწყოს ადამიანმა. ამიტომ ეს, ადეკვატური და საპირწონე შემოთავაზება არ ყოფილა"- განაცხადა გიორგი თაბაგარმა.