როდის შედგება კობახიძე-შოლცის შეხვედრა - გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
როდის შედგება კობახიძე-შოლცის შეხვედრა - გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს 12 აპრილს შეხვდება.
გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
„2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.