მანანა ჯებაშვილი - ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამის გამო დღეს არის შექმნილი ექთნების დეფიციტი

06.04.24 15:05
მანანა ჯებაშვილი - ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამის გამო დღეს არის შექმნილი ექთნების დეფიციტი

„ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში, როგორც ექიმებისთვის ასევე ექთნებისთვისაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა“ - ამის შესახებ პროფესორმა და ექიმმა მანანა ჯებაშვილმა „გამარჯვების კოალიციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა

ჯებაშვილის თქმით დაბალი ანაზღაურებები სერიოზულ პრობლემებს ქმნის სამედიცინო სექტორში, რაც შემდეგ მკურნალობის ხარისხზეც ისახება.

„დღეს შევხვდით სამედიცინო საზოგადოებას, სადაც ყველამ ერთხმად აღნიშნა ის პრობლემა, რაც ხელფასებთან დაკავშირებით. ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჯანდაცვის სისტემაში, როგორც ექიმებისთვის ასევე ექთნებისთვისაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ექთნების დაბალი ხელფასები ძალიან ამწვავებს მდგომარეობას. ამის გამო დღეს არის შექმნილი ექთნების დეფიციტი.

გარდა ამისა არის „დიარჯის“ სისტემამ არ გაამართლა და ესეც ძალიან მწვავედ აისახა მკურნალობის ხარისხზე. ასევე ქვეყანაში არ არის განვითარებული არც პირველადი ჯანდაცვა, არც საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის ქვეყნებში პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯზე განახევრებულია დაავადებიანობა და სიკვდილიანობა. ეს არის ის ძირითადი პრობლემები რაც დღეს სამედიცინო სექტორშია“ - განაცხადა ჯებაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები