დედოფლისწყარო, ჩინეთი, საფრანგეთი - აღმოჩენილია ღარიბაშვილის მამის ტრანსნაციონალური ბიზნესი

06.04.24 21:08
დედოფლისწყარო, ჩინეთი, საფრანგეთი - აღმოჩენილია ღარიბაშვილის მამის ტრანსნაციონალური ბიზნესი

დედოფლისწყარო, ჩინეთი, საფრანგეთი - აღმოჩენილია ღარიბაშვილების ტრანსნაციონალური ბიზნესი. "შაბათის ეთერის" ხელშია კონტრაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ღარიბაშვილებმა ერთი კონკრეტული გარიგებით, 21 000 000 ლარი უნდა მიიღონ. 

როგორ იყიდა ღარიბაშვილის მამამ ქარხანა ნაწილობრივ საკუთარი თავისგან?

  • ღვინის ქარხანა, "ქართული ფესვები"  ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერი მამის კომპანიამ „ღარიბაშვილის მარანმა“ 2023 წლის 12 ოქტომბერს იყიდა. ქარხანაში ღარიბაშვილმა 710 900 ლარი გადაიხადა. ქარხანა მანამდე კომპანია ქართლ ფესვებს ეკუთვნოდა, რომლის წილის ნახევარიც 50% ტარიელ ღარიბაშვილსაა.

ტარიელ ღარიბაშვილი ქარხნის მფლობელი კომპანიის "ქართული ფესვების" ნახევარს ფლობდა, საკონტროლო პაკეტის მისაღებად მას მარტივად შეეძლო, კომპანიის წილის მეორე ნახევარი გამოესყიდა და ქარხანა ავტომატურად მისი საკუთრება გახდებოდა, თუმცა ექს პრემიერის მამა სხვა გზას დაადგა. 

  • დოკუმენტებს თანხად, 2023 წლის 1 თებერვალს, ანუ დაახლოებით ერთი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მამას არანაირი კომპანია არ გააჩნდა. 7 თებერვალს კი 71 წლის პენსიონერმა, რომლის სახელზე არც ბიზნესი იყო და შესაბამისად ვერც ბიზნესიდან შემოსავალი ექნებოდა,  200 ათასი ლარი გააჩინა და დედოფლისწყაროში კომპანია "ქართული ფესვები" იყიდა. კომპანია მიწას და  ღვინის ქარხანას ფლობდა. მაშინ დოკუმენტებში ჩაწერეს, რომ კომპანიას დიდი ვალები გააჩნდა, სავარაუდოდ ამით ქარხნის და მიწის დაბალი გასაყიდი ფასი გაამართლეს. 

2023 წლის ოქტომბერში, პრემიერის პენსიონერი მამა, რომელსაც ვალებში ჩაძირული ღვინის ქარხნის წილის 50% გარდა სხვა ბიზნესი არ გააჩნდა, უკვე  ახალ კომპანიას აფუძნებს. ამჯერად ტარიელ ღარიბაშვილს 710 ათას ლარი უჩნდება, რომ ახალი კომპანიისთვის ღვინის ქარხანა იყიდოს. 

როგორ გახდა ყოფილი პრემიერის მამა ტრანსნაციონალური ბიზნესის მოთამაშე,საიდანაც 10 წელიწადში გარანტირებულ 21 მილიონს მიიღებს?

"შაბათს ეთერმა" მოიპოვა, ტარიელ ღარიბაშვილსა და კომპანია "ბრენდი ვილაჟს" შორის 2024 წლის 28 მარტში მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ღარიბაშვილმა ოქტომბერში, 710 ათას ლარად  ნაყიდი ღვინის ქარხანა საფრანგეთში რეგისტრირებულ კომპანიას წელიწადში 720 ათას ევროდ მიაქირავა. "ბრენდი ვილაჟმა" ვალდებულება აიღო, რომ ტარიელ ღარიბაშვილის ქარხანას წელიწადში ორ მილიონ ასი ათას ლარად 10 წლით იქირავებს

რა გამოდის?

  • ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ, რომელსაც 2023 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ბიზნესი არ გააჩნდა,  11 თვეში, ჯერ მილიონი ლარი ქარხნის შესაძენად იშოვა, შემდეგ იპოვა ფრანგული კომპანია, რომელსაც ქარხანა წელიწადში ორ მილიონ ლარად მიაქირავა. 

საეჭვო პუნქტი გარიგებაში! 

  • ირკვევა, რომ თუ დამქირავებელს, "ბრენდი ვილაჟს" ღარიბაშვილის ქარხნის ქირაობა აღარ მოუნდება, 10 წლის იჯარა მაინც უნდა დაუფაროს, რაც ჯამში 21 მილიონ ლარს აღწევს. 

ვის ეკუთვნის ის ფრანგული კომპანია, რომელმაც ექს პრემიერის ღვინის საწარმო აიღო?

  • კომპანიის დირექტორი მეღვინე, ერეკლე იმერლიშვილია. მფლობელი - საფრანგეთში ქალაქ ბორდოში რეგისტრირებული "ბრენდი ვილაჟი". 

ვინ არის საფრანგეთს მოქალაქე, ვინც ირაკლი ღარიბაშვილების ოჯახს, 21 მილიონს გადაუხდის?

ორიმიერ ფრედერიკ კლოდი კომპანიის "ბრენდი ვილაჟის" 100 % იან წილს ფლობს, რომელმაც ღარიბაშვილებს წელიწადში 2 მილიონზე მეტი უნდა ურიცხონ.

  • "შაბათს ეთერს" გუნდმა მოიპოვა დოკუმენტები საფრანგეთის რეესტრიდან. ირკვევა, რომ კომპანია, რომელმაც ღარიბაშვილებს 21 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, სულ ახლახან, 2024 იანვარში დაფუძნდა და მანამდე არანაირ ბიზნეს საქმიანობას ეს კომპანია არ ეწეოდა.  
  • ვინ არის  საფრანგეთის მოქალაქე ორიმიერ ფრედერიკ კლოდი - შაბათის ეთერის გუნდმა მისი პასპორტის ასლი მოიპოვა და ამ მონაცემებით საფრანგეთის რეესტრში მის სახელზე გაფორმებული ბიზნესები გადაამოწმა. ჩვენ მხოლოდ ერთ საკონსულტაციო ფირმას მივაგენით, რომელიც ფრედერილ კლოდმა 2015 დააფუძნა  და 2017 წელს დახურა. 2024 წლეს კი ახალი კომპანია გახსნა, საქართველოში ღარიბაშვილების  ქარხანა მოძებნა და 10 წლით 21 მილიონად აიღო. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ ფრანგი მეღვინე, ჩინეთში გამოფენაზე გაიცნო და დედოფლისწყაროში ჩამოიყვანა.  

კომპანია რომელსაც ოფიცილურად ფრანგი მფლობელი ჰყავს, საქართველოში 2024 წლის 21 მარტს დაფუძნდა. დაფუძნების დღესვე ის ტარიელ ღარიბაშვილის კუთვნილ ქარხანაშია დარეგისტრირდა, იქამდე ვიდრე ღარიბაშვილთან 21 მილიონიან გარიგებას დადებდა. რაც აჩენს განცდას რომ ფირმა, საიდანაც ღარიბაშვილებს წელიწადში 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა ჩაერიცხოთ, საგანგებოდ ამ გარიგებისთვის შეიქმნა. 

ღარიბაშვილის გადამალული ბიზნესი? - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები