ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე ისევ გრაფიკი დაწესდა

06.04.24 20:35
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე ისევ გრაფიკი დაწესდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ხვალიდან,  7 აპრილიდან, აბონენტებს ელექტროენერგია დღეში ექვსი საათის განმავლობაში შეუზღუდავთ.

როგორც კომპანია ჩერნომორენერგოში აცხადებენ, მიზეზი ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მე-8 კილომეტრზე მომხდარი უბედური შემთხვევაა. სადგურზე კედელი დაზიანდა, ტურბინის განყოფილებაში ბეტონის ნამსხვრევები ჩავარდა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება სადგურის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შესახებ, აცხადებენ ჩერნომორენერგოში.

აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა 15 აპრილამდე გაგრძელდეს. თუ მათი დასრულების შემდეგ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მოიმატებს, შეზღუდვები შეიძლება მთლიანად მოიხსნას.

 

მსგავსი სიახლეები