„ნამუსიც კარგი საქონელია“ - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიაზე

07.07.21 19:24
„ნამუსიც კარგი საქონელია“ - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიაზე

ნამუსიც კარგი საქონელია, გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები - "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას უპირისპირდება და წარსულს ახსენებს. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გახარიას განცხადება მიუთითებს მის უპასუხისმგებლობაზე. ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ გახარიამ პოლიტიკაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა.
 

ბატონი გახარიას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა. მის კომენტარზე შეიძლება, ითქვას - ნამუსიც კარგი საქონელია. გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები. მახსოვს პანკისის ხეობა. მაშინ გვერდში დავუდექით მას და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა. როდესაც რამდენიმე თვის წინ იყავი იმ მთავრობის თავმჯდომარე, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც როგორც პოლიტიკოსად თავის დროზე შექმნა. ეს მიუღებელია. ეს აჩვენებს ამ შემთხვევაში პოლოტიკოსის სახეს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია"- აცხადებს გახარიას ყოფილი თანაგუნდელი. 

ირაკლი ქადაგუშვილი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ "გიორგი გახარია ვერ გამოსულა პიროვნული მარცხისგან, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით".

ალბათ ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი არის კობახიძე. სახელმწიფო არ ჩამოშლილა. შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომელიც მოულოდნელად დადგა, რადგან არავინ ელოდა, რომ გამოჩნდებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც მედიას დევნას დაუწყებდნენ”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ,,სახელმწიფო ჩამოშლილია და  ეს იყო უუნარობის გამოხატულება".