ღარიბაშვილის მამა შვილის კორუფციული გარიგებებით გამდიდრდა - ლაშა ფარულავა

07.04.24 12:14
ღარიბაშვილის მამა შვილის კორუფციული გარიგებებით გამდიდრდა - ლაშა ფარულავა

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ფქირობს, რომ ექსპრმეიერმა დიდი ფული კორუფციული გარიგეგებით იშოვა. ოპოზიციის წევრის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყველა მსგავს საქმეზე გამოძიება დაიწყება და ნაძარცვი ფული ხალხს დაუბრუნდება. 

ჩვენი პენსიონერები ვერ უმკლავდებიან, მაგალითად, საბანკო სესხებს და პროცენტებს, თუმცა ღარიბაშვილის მამა მდიდარი გახდა. როგორ? თავისი შვილის კორუფციული გარიგებებით, საქმიანობით და ეს არის რეალურად, ივანიშვილის მმართველობა. შემოდგომის არჩევნებზე დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ და ყველა ასეთ კორუფციულ გარიგებებზე დაიწყება გამოძიება და ცხადია, უკან დაუბრუნება ხალხს მოპარული და ნაძარცვი ქონება, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

"შაბათის ეთერმა" ირაკლი ღარიბაშვილის ტრანსნაციონალური ბიზნესი აღმოაჩინა. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამამ ფრანგულ კომპანიას საკუთარი ღვინის საწარმო წელიწადში ორ მილიონ ლარად ათი წლით მიაქირავა.  

მსგავსი სიახლეები