"არა რუსულ კანონს!" - თსუ-ში ლექციის ჩასატარებლად მისულ კობახიძეს სტუდენტები აქციით დახვდნენ

07.04.24 13:43
"არა რუსულ კანონს!" - თსუ-ში ლექციის ჩასატარებლად მისულ კობახიძეს სტუდენტები აქციით დახვდნენ

თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მისულ ირაკლი კობახიძეს სტუდენტები აქციით დახვდნენ. ახალგაზრდები სკანდირებდნენ სიტყვებს "არა რუსულ კანონს, კი ევროპას!" თსუ-ს მეორე კორპუსში მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერი, რომლის გაშლის საშუალება პრემიერის დაცვამ არ მისცა.

ეს არ არის პირველი შემთვევა, როცა უნივერსიტეტში აქციას უწყობენ "ქართული ოცნების" ლიდერს. კობახიძეს სტუდენტებმა ერთხელ რუსული რუბლები გადააყარეს, ახლა კი მშვიდობიანი პროტესტით ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ პრემიერისთვის, გადაიფიქროს სახიფათო კანონის მიღება.

 აქცის რუსული კანონის წინააღმდეგ თსუში ლექციის დაწყებამდე მოხდა.

ჩვეულებრივი მშვიდობიანი პროტესტი იყო აზრის დაფიქსირების მიზნით. ამ მომენტშ ბატონმა კობახიძემ გადაწყვიტა, რომ თანმხებ პირებთან ერთად მოსულიყო და ეს თანხმლები პირები იყვნენ დაახლოებით 30-ნი, რომლებიც მალევე გარს შემოგვერტყნენ. ეს 30-მდე ადმაიანი საკმაოდ უზრდელურად, ხისტად მოგვიდგა, გვეკითხებოდნენ, რატომ არის რუსული ეს კანონიო, მაგრამ ახსნის საშუალებას არ გვაძლევდნენ, - ამბობს სტუდენტი. 

მსგავსი სიახლეები