ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს- აპატურაი საქართველოს უკუსვლაზე საუბრობს

07.07.21 19:42
ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს- აპატურაი საქართველოს უკუსვლაზე საუბრობს

ამიერკავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, საქართველოში ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ძალადობა მედიაზე და უმცირესობის უფლებების დარღვევა ეწინააღმდეგება NATO-ს ღირებულებებს.

კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატო-ს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია, ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის - წერს ჯეიმს აპატურაი.