"კობახიძეს გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ საყვედურებისთის მოუწევს" - ალექსანდრე კრევო ასათიანი
"კობახიძეს გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ საყვედურებისთის მოუწევს", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო ასათიანი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ევროპასთან მეტ თანამშრომლობაზე და მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავდეს, ქვეყნის პრემიერი გერმანიაში ისევ შეუსრულებელი დათქმებით ჩადის.
ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, ინვესტიციები შემოვიტანოთ და ერთად შევქმნათ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილები საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, კობახიძეს ახლა მოუწევს ჩასვლა გერმანიაში მხოლოდ საყვედურების მისაღებად. ტრაგიკულია, რომ საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ეღირსა ისეთ მთავრობას, რომელიც იმუშავებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.