არ ვარ მომხრე, უცხოური შავი ფული იყოს ქართულ პოლიტიკაში - მაჭარაშვილი რუსულ კანონზე
"ხალხის ძალა" ისევ რუსული კანონის მიღების აუცილელობაზე საუბრობს. გურამ ამჭარაშილია მტკიცებს, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ არგუმენტები არ არსებობს. მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში უცხოური შავი ფული არ უნდა იყოს.
ამ კანონპროექტის სათაური ერთი ერთში ემთხვევა ევროპარლამენტში იმ კანონპროექტის სათაურს, რასაც ჰქვია გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი. თუ ევროკავშირს სჭირდება სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისგან, ამერიკისგან, რუსეთისგან, ჩინეთისგან, იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრები არ არიან, მაშინ რატომ არ სჭირდება ეს საქართველოს? თუ ისედაც გამჭვირვალეა, მაშინ რა პრობლემაა ამ კანონის მიღება, ატვირთავენ წელიწადში ერთხელ და დამთავრდება. მე ვარ მომხრე გამჭვირვალობის და არ ვარ მომხრე, უცხოური შავი ფული იყოს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის და ეს. არგუმენტები არ არის ამ კანონპროექტის საწინააღმეგოდ, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.