რუსული კანონის ავტორები პრეზენტაციისთვის ემზადებიან - რა ხდება პარლამენტში
რუსული კანონის ავტორები პრეზენტაციისთვის ემზადებიან. რიმა ბერაძე, გივი მიქანაძე და რატი იონათამიშვილი ზუსტად 12 საათზე გააცნობენ არასამთავრობოებს რუსული კანონის შინაარსს, წარმომადგენლებიდან ერთი - მიქანაძე ათი წელი მუშაობდა ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებულ ორგანიზაციებში.
რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები მივლენ "ოცნების" ორგანიზებულ პრეზენტაციაზე, ჯერ უცნობია.
ოპოზიციონერი დეპუტატები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონის რეინიცირებას რამდენიმე მიზანი აქვს - დააშოროს ქვეყანა ევროკავშირს და ქვეყნის შიგნით გაზარდოს პოლარიზაცია.
თუ ჩვენი კანონმდებლობა არის გაუმჭვირვალე, მაშინ 12 წელი რას აკეთებდა ქართული ოცნება, როდესაც მათ მხოლოდ შარშან და ახლა გაახსენდათ ამ კანონმდებლობის მიღება.
პირველი, ეს არის გახლეჩვის მცდელობა საზოგადოების, მეორე, ეს არის სადამკვირვებლო მისიების, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა, რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მათ ღიად დასდონ ბრალი უცხო ქვეყნის გავლენის გატარებაში და მესამე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლის შეცერების მცდელობა,“ - ამბობს დეკანოიძე.
მისი შემობრუნება კიდევ ერთი განაცხადია, რომ ქართული ოცნება უპირისპირდება არათუ ევროკავშირში გაწევრიანების იმ შესაძლებლობას, რომელიც 9 რეკომენდაციის შემთხვევაში, დეკემბერში, ქვეყანას გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას მისცემდა, არამედ მათ შორის ქვეყნის დემოკრატიას.
ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონი, მით უფრო წინასაარჩევნოდ გამოიწვევს როგორც ქვეყნის ევროპული მომავალის შეფერხებას, ასევე ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაყოფას და პოლარიზაციას, რაც დიდ რისკებს ქმნის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.