"ოცნება" პარტაქტივის იმედად დარჩა - პრეზენტაციაზე მიწვეული ორგანიზაციები რუსული კანონს არ ემხრობიან

08.04.24 13:13
"ოცნება" პარტაქტივის იმედად დარჩა - პრეზენტაციაზე მიწვეული ორგანიზაციები რუსული კანონს არ ემხრობიან

"ქართული ოცნება" პარტიული აქტივის იმედზე დარჩა - რუსული კანონის პრეზენტაციაზე ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში ადგილები მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეავსეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე პრეზენტაცია უნდა გამართონ, ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ.

ის რამდენიმე ორგანიზაცია კი, რომელიც შეხვედრას ესწრება, ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებას არ ეთანხმება.

რა თქმა უნდა, არ ვემხრობით, სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ განვიხილოთ, რას აპირებენ და როგორ. იმედია, გვექნება დისკუსია და ვნახოთ, დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციასაც. იმიტომ არ ვემხრობი, რომ ამაზე საუბარიც ზედმეტია, ჩვენ გვაქვს კურსი ევროპისკენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წავიდეთ ევროპისკენ და ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონს რუსეთში რა შედეგებიც მოჰყვა, დღესაც როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და ეს ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი," - ამბობს ნონა ხანგოშვილი.

მსგავსი სიახლეები