ბიძინა ივანიშვილი მტრის ინტერესებს ემსახურება - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

08.04.24 13:42
ბიძინა ივანიშვილი მტრის ინტერესებს ემსახურება  - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს", - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურიმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამასთან, კუპრაძის განცხადებით, ლელო შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციებს და დააწესებენ სავიზო რეჟიმს, რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინებას საქართველოში. 

"სიმბოლურია, რომ დღეს 9 აპრილის წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას" - უთხრა დღეს მედიას  კუპრაძემ.

მისი თქმით, "ადამიანი, რომელიც აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარი სიმბოლოს, გენერალ ლებედს, ახლა ცდილობს საქართველოში მიიღოს კანონი, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. მომავალს დაუკარგავს ქართველ ხალხს, ქვეყანას დააყენებს რუსეთიზაციის შეუქცევად რელსებზე".

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს - თქვა კუპრაძეწმ. 
 

ლელო ემსახურება საქართველოს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ლელოს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესებს ემსახურება ბიძინა ივანიშვილი.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.

1.    ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავაწესებთ სავიზო რეჟიმს რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში;

2.    ჩვენ დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის;

3.    ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვას;

4.    ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსულნომრიანი ავტომანქანების შემოსვლას;

5.    ჩვენ ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას;

6.    ჩვენ დავუწესებთ „საოკუპაციო მოსაკრებელს“ რუსულ ბიზნესს, რომლითაც დავაფინანსებთ დევნილთა საჭიროებებს;

7.    ჩვენ დავაწესებთ აკრძლვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, არა რუსულ ფრენებს საქართველოში;

8.    ჩვენ ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას;

9.    ჩვენ ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში"- თქვა კუპრაძემ. 

მსგავსი სიახლეები