"ოცნებას" უკან ისევ დავახევინებთ! - გიორგი კუპატაძე
„მჯერა, რომ დღესაც გაერთიანდება საქართველოს მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ ისევ დავახევინებთ უკან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, დააბრუნოს რუსული კანონი, იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომლებიც მარტის აქციებზე რობოკოპების და სპეცრაზმელების პირისპირ იდგნენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ.
ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება, რომ საზოგადოება ამ დღეებში ქუჩაში გამოვიდეს კანონის გასაპროტესტებლად, მაგრამ მთავარი არის ეს გრძნობა - ერთდროულად შეურაცხყოფა და გაბრაზება, რომელიც თითოეულ იმ ადამიანს გვაქვს, რომლებიც ვიდექით მარტის მოვლენების დროს ქუჩაში. როგორ შეიძლება, რომ ჩვენმა, ადამიანების გაწეულმა ბრძოლამ რობოკოპებთნ, სპეცრაზმთან წინ დგომამ, წყლის ჭავლმა, გაზმა, რაც გადაიარა ათი ათასობით ახალგაზრდის მხრებზე, როგორ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი იყოს ფუჭი და როგორ შეიძლება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ მოგვატყუოს და ისევ დააბრუნოს ეს კანონი, რომელსაც მთელმა საზოგადოებამ მყარად უთხრა უარი. მე მჯერა, რომ დღესაც იმ იდეების გარშემო გაერთიანებულია ადამიანები, მოვახერხებთ ერთად შეკრებას და „ქართულ ოცნებას“ ისევ დავახევინებთ უკან. ამ ტყუილს „ქართულ ოცნებას“ არავინ არ აპატიებს, - განაცხადა გიორგი კუპატაძემ