კანონი რუსულია - გადაგდება რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება - ლომჯარია
"კანონი რუსულია, რადგან მისი მიზანია ყველას მორალური და ფიზიკური განადგურება, ვინც ხელისუფლების კორუფციაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს," - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
ლომჯარია განმარტავს, რატომ არის "ოცნების" მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონპროექტი რუსული.
- კანონი რუსულია, რადგან ის სტრატეგიულ პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის საფრთხედ, ხოლო მათ მხარდაჭერას ანტისახელმწიფოებრივად;
- კანონი რუსულია, რადგან ის არის რუსული ბარიერი, აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის;
როგორ შეიძლება კანონი იყოს ევროპული, რის მისაღებადაც:
- საჯარო სექტორში დასაქმებულებს აიძულებენ გაავრცელონ ანტიდასავლური პროპაგანდა;
- პროპაგანდისტულ მედიებს დავალებული აქვთ დანაშაული დააბრალონ და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელონ ღირსეულ ადამიანებს;
- მოქალაქეებს აქეზებენ სიძულვილისა და აგრესიისკენ;
კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება," - წერს ლომჯარია.