თელავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საჯარო მოხელეები აზიანებენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს - ენმ

08.04.24 15:38
თელავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საჯარო მოხელეები აზიანებენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს - ენმ

„იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზრუნავდნენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საჯარო მოხელეები აზიანებენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს.“ - განაცხადა თელავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, გიგი გიგიტელაშვილმა.

 „იმის ნაცვლად, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზრუნავდნენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე, ჩართულები არიან დეზინფორმაციის კამპანიაში, მათ შორის თელავშიც. თელავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით საჯარო მოხელეები აზიანებდნენ პრორუსული კანონის მხარდამჭერ ქარდებს .
მე მათ მოვუწოდებ მიხედონ საქმეს, რადგან მათი მმართველობის შედეგად ეს ქვეყანა შევიდა ეკონომიკურ ჩიხში, მათი მმართველობის შედეგად ამ ქვეყანას ტოვებს უამრავი ადამიანი.“ - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა

 

მსგავსი სიახლეები