არა რუსულ პოლიტიკას! - პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გრძელდება (ფოტოები)

08.04.24 16:30
არა რუსულ პოლიტიკას! - პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გრძელდება (ფოტოები)

პროტესტი პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია რუსული კანონის საწინააღმდეგო ბანერებით აჭრელდა. 

ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდს საშიშ კანონს არ მიაღებინებენ, კედლებზე აკრავენ საინფორმაციო ბროშურებს, რატომ არ უნდა მიიღონს რუსული კანონი. 

ადგილზე შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ ერთი წლის წინ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც ქუჩაში სწორედ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა.

"არა რუსულ კანონს", "რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან მცირეშემოსავლიანი ორგანიზაციები", "არა რუსულ პოლიტიკას"- წერია ბანერებზე.

მსგავსი სიახლეები