ეხმარება თუ არა პრორუსულ ალტ ინფოს ბანკი ქართუ? - რას ამბობს მორგოშია

08.04.24 17:26
ეხმარება თუ არა პრორუსულ ალტ ინფოს ბანკი ქართუ? - რას ამბობს მორგოშია

ეხმარება თუ არა პრორუსულ ალტ ინფოს ბანკი ქართუ? - ივანიშვილის დაფუძნებული ბანკი ერთადერთია, რომელიც რუსეთიდან მართულ ორგანიზაციას ანგარიშს არ უბლოკავს.

ალტ ინფოს ეთერში ამ დრომდე ჩანს საბანკო რეკვიზიტი, სადაც ანტიდასავლური გაერთიანება შემოწირულობებს აგროვებს.

კოკა მორგოშია ამტკიცებს, რომ ისინი "ქართულ ოცნებასთან" კოორდინაციაში არ არიან და რომ მმართველი ძალა მათ შეხვედრებს მოსახლეობასთან აფერხებს.

ქართუ ბანკმა თბს-სა და საქართველოს ბანკისგან განსხვავებით კითხვარი გამოგვიგზავნა, კითხვარზე პასუხები მიიღო, ეს არის და ეს. იმათ კითხვაც არ დაგვისვეს, უბრალოდ ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე, ცალმხრივად შეწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობა.

პირადი სიმპათიები რომ ქართულ ოცნებას ჰქონდეს და სიტყვაზე, ბიძინა ივანიშვილს, ყოველ შეხვედრაზე რეგიონებში ხელს არ შეგვიშლიდნენ - ოფისი არ მიაქირაოთ და ის არ ქნათ. გაგანია საარჩევნო პროცესია, მე რომ მკითხოთ, ჩვენ ჩვენი ამოცანები გვაქვს, მოსახლეობას ვხვდებით, რეგიონებში ვხვდებით, ახლა ქალაქში დავიწყებთ ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან ყველასთან შეხვედრას და ქართულ ოცნებას თავისი დღის წესრიგი აქვს და ულტრალიბერალებს კიდევ თავისი,“ - ამბობს მორგოშია.

ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს“ თქმით, საქართველოს ორმა უმსხვილესმა ბანკმა - „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“, საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს. 

მსგავსი სიახლეები