რატომ აღუდგინა "ალტ ინფოს" "ქართუ ბანკმა" ანგარიშები - რას ამბობენ ოპოზიციაში და როგორ იცავენ "ქართუს" საპარლამენტო უმრავლესობაში

08.04.24 17:34
რატომ აღუდგინა "ალტ ინფოს" "ქართუ ბანკმა" ანგარიშები - რას ამბობენ ოპოზიციაში და როგორ იცავენ "ქართუს" საპარლამენტო უმრავლესობაში

რატომ აღუდგინა ალტ ინფოს "ქართუ ბანკმა" ანგარიშები - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს პრორუსული პარტია საარჩევნოდ სჭირდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სწორედ ამიტომ, რუსული ინტერესების გასატარებლად, ოლიგარქის გუნდი "ალტ ინფოსთან" თანამშრომლობს.

ბიძინა ივანიშვილის ქართუ, იქნება ეს ბანკი თუ იქნება ეს ფონდი, არის საქართველოს სამართლებრივი სისტემის მიღმა, ფაქტია, რომ დღეს ის იქცა რუსული ფინანსების გარეცხვის ერთ-ერთ საეჭვო და სავარაუდო სქემად, სადაც მათ შორის ალტ-ინფო არის მოსარგებლე ქართუ ბანკის მომსახურებით. ალტ-ინფოს არცერთ კომერციულ ბანკში არ მიესვლება, მხოლოდ ქართუა მათი პარტნიორი - კი, რუსები ერთმანეთის პარტნიორები იქნებიან ამ ქვეყანაში,“ - ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

როგორც დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, მაშველი რგოლია ქართუ ბანკი "ალტ ინფოსთვის".

ქართუ ბანკი, ისევე როგორც ფონდი ქართუ, რომელიც ოფშორებიდან გადმორიცხული ფულით არსებობს, რომელიც თეორიულად უცხო გავლენის ორგანიზაციას წარმოადგენს ქართული ოცნების გაგებით, აღმოჩნდა მაშველი რგოლი ერთი მხრივ, ფარცხალაძისთვის, რომელსაც აშშ-მა ეფ-ეს-ბე-ს ინტერესების გატარებაში ამხილა საქართველოს წინააღმდეგ და მეორე მხრივ, მაშველი რგოლი ალტ-ინფოსთვის, რომელიც არის ღიად პრორუსული და ძალადობრივ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული ორგანიზაცია და ამ მოცემულობაში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რას ემსახურება ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში,“ - ამბობს აქუბარდია.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ქართუ ბანკს იცავენ.

ბანკ ქართუში მიყვებიან კანონმდებლობას ზედმიწევნით, თუ თქვენ იცით, რაიმე ტიპის აქტი საქართველოს ან ეროვნული ბანკის მითითება, რომლითაც რომელიმე ორგანიზაციას აკრძალული აქვს კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნა, მაშინ უნდა მითხრათ,“ - ამბობს მაჭარაშვილი.

რა გახდა იმის მიზეზი, რომ ქართუ ბანკმა ალტ ინფოს ლიდერებთან თანამშრომლობა განაახლა - ამ კითხვით ქართუს "პირველებმა" მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. 

მსგავსი სიახლეები