ლაზარეს განაჩენი დღეს არ გამოცხადდება

08.04.24 18:17
ლაზარეს განაჩენი დღეს არ გამოცხადდება

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს არ გამოცხადდება - ამის შესახებ მოსამართლემ ზვიად შარაძე განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ამტკიცებს, რომ "განაჩენის გამოცხადების დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს".

მისივე თქმით, განაჩენის მოსასმენად სასამართლოში ბრალდებულსაც დაიბარებენ. 

ლაზარე დღევანდელ პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს მხარეებმა.
 

 

მსგავსი სიახლეები