35 წლის შემდეგ, ისევ ცხრა აპრილს, საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლებას დაიცავენ

08.04.24 20:43
35 წლის შემდეგ, ისევ ცხრა აპრილს, საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლებას დაიცავენ

35 წლის შემდეგ, ისევ ცხრა აპრილს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლებას დაიცავენ. სამოქალაქო საზოგადოება მოქმედებაზეა გადასული. 9 აპრილი, 6 საათი - თავისუფლების მარში რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე უკვე დაანონსებულია. ხელისუფლების მძიმე საათები უკვე დაწყებულია და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე "ოცნება" უკან არ დაიხევს - ამბობენ პროტესტის მონაწილეები.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. პროტესტი იქნება იმდენჯერ, რამდენჯერაც ხელისუფლება სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში რუსულ კანონზე იმსჯელებს. საქართველოს მოქალაქეებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება უკვე აქვთ. "ოცნებას" კი ახლა ასეთი არჩევანი უდგას. ან დიდი საპროტესტო ტალღის ფონზე მაინც დაამტკიცოს რუსული პროექტი, ან გადაწყვეტილება მეორედაც შეცვალოს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები