რუსული კანონი დარეგისტრირებულია - "ოცნება" ხალხთან ვა-ბანკზე მიდის

08.04.24 20:02
რუსული კანონი დარეგისტრირებულია - "ოცნება" ხალხთან ვა-ბანკზე მიდის

"ქართული ოცნება" ხალხთან ვა-ბანკზე მიდის - რუსული კანონი დარეგისტრირებულია და განხილვაც გაწერილი. დიდი პროტესტის მიუხედავად უმრავლესობამ ანტიევროპული ინიციატივის ბოლომდე გატანა გადაწყვიტა. ის, რაც არ გამოუვიდათ ერთი წლის წინ ახლა ცდილობენ სისრულეში მოიყვანონ. კანონი რუსულია და მისი სამიზნე ევროკავშირი. "ოცნება" კი პუტინის გზას ირჩევს. 

რუსულ კანონს მხოლოდ ერთადერთი კომიტეტი განიხილავს. უმრავლესობამ პროცედურები გაიმარტივა და იურიდიული კომიტეტის თანხმობის შემდეგ  კანონს კენჭისყრაზე გაიტანს. თავდაპირველად  განხილვის თარიღი 12 აპრილი დასახელდა, თუმცა რამდენიმე საათში 15 აპრილამდე გადაიწია. პარასკევს ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს ხვდება.  შოლცთან  პირისპირ მჯდომ პრემიერისთვის პარალელურად თბილისში რუსულ კანონზე მსჯელობა და ხალხმრავალი პროტესტი კი  უმძიმესი ფონი იქნებოდა.

რა ხდებოდა პარლამენტში - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები