კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეების ბურუსით მოცული სიკვდილი - ასრულებს თუ არა რუსეთი მუქარას
კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეების ბურუსით მოცული სიკვდილი - ასრულებს თუ არა რუსეთი 2007 წლის მუქარას, როდესაც ქართულმა სპეცრაზმმა რუსი დივერსანტები გაანადგურა, მათზე ნადირობა კი პუტინის რეჟიმმა დააანონსა? "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ამ დრომდე საეჭვო ვითარებაში 8 სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ბოლო იყო პოლკოვნიკი იური ლომიძე, რომელიც გუშინ სასროლეთში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. ქართველი გენერლები განიხილავენ ვერსიას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტერაქტი.
გარდაცვლილების ოჯახის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სპეცრაზმელები რუსულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს და წლების წინანდელი მუქარის შესრულებაში მათ "ოცნების" ხელისუფლება ეხმარება. არცერთ ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მათი სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას. მოვლენები ქრონოლოგიურად ასე განვითარდა. 2012 წელს "ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქართველი სპეცრაზმელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, უკვე ორ წელში კი რამდენიმე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.