"ცეცხლს ეთამაშებით"- პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ
ქართველი ხალხის მოტყუება ოცნებას უკან შემოუბრუნდა - ხელისუფლებას რომ ეგონა, მოქალაქეები აქციებით დაიღლებოდნენ, შეცდნენ. პროტესტის ეპიცენტრი ისევ პარლამენტია. ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო. მოვლენები შარშანდელი ქრონოლოგიით ვითარდება. პარლამენტში რუსულ კანონს განიხილავენ, გარეთ კი მოქალაქეების ჯარი ივანიშვილის გუნდისთვის პრორუსული გეგმის ჩაშლას ცდილობს. ხალხი დღეს პოლიციის ალყაში იყო
ეს კი "ოცნების" შიშის გამოვლინებაა. ხელისუფლებას წინ მძიმე დღეები ელოდება. პროტესტი იქნება იქამდე, ვიდრე ივანიშვილის გუნდი რუსულ პროექტს უკან არ გაიწვევს. ამ პროტესტის ავანგარდში კი ისევ სტუდენტები არიან, თუმცა არა მხოლოდ ისინი. ყველა თაობის მოქალაქე ამ ხელისუფლებამ იძულებული გახადა, უკვე მეორედ ქუჩაში რუსული რეჟიმის ინტერესების წინააღმდეგ გამოსულიყო. "ცეცხლს ეთამაშებით"- ეს გაფრთხილებას "ოცნებამ" დღეს ხალხისგან მიიღო.
რა გეგმა აქვთ აქციის მონაწილეებს? - ნანუკა ქაჯაია დეტალებით.