როგორ ამხილა FACEBOOK-მა სიყალბეში მთავრობა

08.04.24 20:19
როგორ ამხილა FACEBOOK-მა სიყალბეში მთავრობა

დიდი  სირცხვილის გადაფარვას ხელისუფლება  არასამთავრობო სექტორზე თავდასხმით ცდილობს. მას შემდეგ რაც FACEBOOK-მა მთელი მთავრობა   ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა, ირაკლი კობახიძემ  იერიში კონკრეტულ ორგანიზაციებზე და  ადამიანებზე მიიტანა. პრემიერი სწორედ  მათ აბრალებთ,  რომ ფეისბუქმა  ოცნების ქარდები დაბლოკა და ხელისუფლების პროპაგანდა ბოლომდე ჩამოშალა. 

კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა დღეს პოლიციელებით ალყაშემორტყმულ შენობაში ისხდნენ. რუსული კანონის პროპაგანდაზე გადასული მთავრობა   ქართველი ხალხისგან თავს ასე იცავდა. ახლა ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს,  დაგვარწმუნოს, რომ  პროექტი არ არის რუსული და რომ მისი დახმარებით არ დამყარდება პუტინის დიქტატურა საქართველოში, თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა ვერ მუშაობს და  ხალხის მოტყუების დიდი გამოცდილების მქონე მთავრობა ადამიანების ნდობას სულ  უფრო კარგავს

 რა მოხდა რეალურად და როგორ ამხილა ფეისბუქმა სიყალბეში მთავრობა - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები