ქალი ევროკავშირის დროშით: ხალხი ისტორიულ არჩევანს დაიცავს!

09.04.24 11:53
 ქალი ევროკავშირის დროშით: ხალხი ისტორიულ არჩევანს დაიცავს!

მარტის აქციების სიმბოლო, ქალი ევროკავშირის დროშით ხელში, ნანა მალაშხია ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის ქუჩაში გადის. 

მალაშხია, "ქართული ოცნების" ინიცირებულ კანონს რუსულს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებას არ დათმობს:  

ეს კანონი თავისი შინაარსით რუსულია - მისი შინაარსით ვუბრუნდებით რუსულ ორბიტას, ევროინტეგრაციის პერსპექტივას ვკარგავთ და რუსეთის პირისპირ ვრჩებით. ზღვარი ჩვენს თავისუფლებასა და მომავალზე გადის. მგონია, რომ ხალხი თავის ისტორიულ არჩევანს დაიცავს"- ამბობს მალაშხია. 

 თავისუფლების მარშზე მივა იულონ გაგოშიძეც. "თავისუფკლებისთვის ვიბრძვი"- უთხრა ისტორიკოსმა "ტვ პირველს". 

დამოუკიდებლობას, თავისუფლებას მოპოვება უნდა, ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით. რუსული ხელისუფლება ცდილობს კანონის გატანას, რომელიც შეზღუდავს ჩვენს თავისუფლებას და საბოლოოდ მოგვისპობს ევროპისაკენ გზას. ეს არ უნდა დავუშვათ. აუცილებლად ვიქნები თავისუფლების მარშზე"- ამბობს ისტორისკოსი. 

35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დღეს ქუჩაში ხალხი ისევ რუსული გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად  გამოდის. "კი ევროპას, არა - რუსულ კანონს!" ამ სლოგანით დაწყება  პირველი  რესპუბლიკის მოდენიდან ზუსტად 18:00 საათზე მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან დასრულდება.

მსგავსი სიახლეები