გამარჯვება არჩევნებში იწყება დღეს - ნიკა გვარამია

09.04.24 12:30
გამარჯვება არჩევნებში იწყება დღეს - ნიკა გვარამია

რა საფრთხე ელოდება საქართველოს რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში? - ამ წუთებში, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დისკუსია მიმდინარეობს.

პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ რუსული კანონის მსგავსი რეგულაცია ევროკავშირის ფარგლებში ვერ იქნება.

გვარამიას თქმით, მმართველი ძალა რუსულ კანონს უკან იმიტომ აბრუნებს, რომ "ოცნებას" ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ უზურპაციის გზით შეუძლია.

სტანდარტი არის ის, რაც ლუქსემბურგის სასამართლომ გააკეთა და თქვა, რომ ეს არ არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი და ასეთი რეგულაცია ევროკავშირის ფარგლებში ვერ იქნება. რატომ აკეთებს "ქართული ოცნება" ამას? მიზეზი მარტივია - "ოცნებას" ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის გზით. 

საპროტესტო აქციები, ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა და მეორე, გამარჯვება არჩევნებში - ყველაფერი ეს კომპლექტში და გამარჯვება არჩევნებში არ იწყება 26 ოქტომბერს, გამარჯვება არჩევნებში იწყება დღეს, ჩვენი ქმედებებით, ამიტომ, ნებისმიერი დისკომფორტი, ნებისმიერი მიწოლა ხელისუფლების, ნებისმიერი შეწუხება, როგორც მინიმუმ ნაკლებ ძალას და დროს დაუტოვებს ამგვარი ტიპის ინიციატივებს", - აცხადებს ნიკა გვარამია.  

მსგავსი სიახლეები