ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა - "ოცნების დანაყოფი" სახდეპის უმწვავეს განცხადებაზე
"ოცნების დანაყოფი" სახდეპის უმწვავესმა განცხადებამ წყობიდან გამოიყვანა - ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ ამერიკიდან ფაქტობრივად მუქარა მოდის.
სეფაშვილი შტატებს არაპარტნიორულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სმგავსი განცხადებები მხოლოდ "რადიკალების წისქვილზე ასხამს წყალს".
"ხალხის ძალის" ლიდერი ირწმუნება, რომ ამერიკიდან სანქციები არ იქნება.
ფაქტიურად თუ გვემუქრებიან, ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა, ამას მე ვერ დავარქმევდი პარტნიორულ ურთიერთობას, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დასანქცირებას ადგილი არ ექნება, იმიტომ, რომ ახლანდელი ელჩის მხრიდან არ მოგვისმენია მსგავსი ტიპის ისეთი განცხადებები, რომელიც პირდაპირ წყალს ასხამდა რადიკალების წისქვილს, შესაბამისად, ჩვენი ეს პარტნიორული დამოკიდებულება, იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგღძელდება", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტი რუსული კანონის განხილვის პარალელურად, მეოთხე განცხადება გააკეთა და არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
შეერთებულ შტატების უმწვავესი განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დღეს 9 აპრილის მემორიალი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.