ომბუდსმენი „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების გადაწყვეტილებას შეისწავლის
ომბუდსმენის აპარატი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების გადაწყვეტილებას შეისწავლის. ამის შესახებ ჟრნალისტებს ლევან იოსელიანმა განუცხადა.
გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას, რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა,- განაცხადა იოსელიანმა.
პრორუსულ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 8 აპრილს გააუქმა.
პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო რეესტრის გადაწყვეტილებას.