არანაირ სანქციას არ ველოდები - მდინარაძე
უმწვავესი გზავნილი შტატებიდან - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, სახდეპის უმკაცრესი განცხადების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების მოლოდინი არ აქვს.
"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ თუ სახდეპის მწვავე განცხადება ისეთი წარმოუდგენელი უსამართლობაა, როგორიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა იყო.
ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით, წარმოუდგენელია და თუ ეს ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, ეს იქნება წარმოუდგენელკი უსამართლობა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია, იგივესთვის სხვას სანქცია დაუწესოს, ამ მემგონი წარმოუდგენელია, რომ ვინმე დაუშვებს. კანონპროექტი რამდენიმე დღეა უკვე დაინიცირებულია და სიტყვა რუსული უკვე გაქრა კომუნიკაციაში, მაგრამ ვისმენთ არა კრიტიკას, არამედ მწვავე კრიტიკას, რაც ჩვენი შეფასებით წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისეთი უსამართლობა, როგორიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა იყო", - განაცხადა მდინარაძემ.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტი რუსული კანონის განხილვის პარალელურად, მეოთხე განცხადება გააკეთა და არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
შეერთებულ შტატების უმწვავესი განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დღეს 9 აპრილის მემორიალი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.