ხისტი პასუხი - შტატებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ, გვარამია "ოცნებას" დაფიქრებისკენ მოუწოდებს
"ძალიან არასწორს აკეთებენ და ადევნონ თვალყური განვითარებას" - შტაბებიდან წამოსული უმწვავესი გზავნილის შემდეგ, პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია "ოცნებას" დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
იმდენად დიპლომატიური იყო ეს პასუხი, რომ სიხისტეში გადავიდა. "ოცნების" ადგილზე ნებისმიერი დაფიქრდებოდა, რაღაცას ძალიან არასწორად ხომ არ აკეთებს. ძალიან არასწორს აკეთებენ და ადევნონ თვალყური განვითარებას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტი რუსული კანონის განხილვის პარალელურად, მეოთხე განცხადება გააკეთა და არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
შეერთებულ შტატების უმწვავესი განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დღეს 9 აპრილის მემორიალი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.