მტერი ვინაა, ამას ვერ დავივიწყებთ, სანამ თქვენ არ დაგივიწყებთ! მადლობა თავისუფლებისთვის! - პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს გმირულად დაღუპულ ქართველებს მადლობას უხდის თავისუფლებისთვის და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სწორედ ამ 21 ქართველის გმირობით სიკვდილი არ მისცემს საქართველოს და ქართველ ხალხს დაავიწყოს, თუ ვინ არის მტერი.
მტერი ვინაა, ამას ვერ დავივიწყებთ, სანამ თქვენ არ დაგივიწყებთ! მადლობა თავისუფლებისთვის!
ადამია აზა, 22 წლის;
ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის;
ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის;
გიორგაძე ნატო, 23 წლის;
დოლიძე თამუნა, 28 წლის;
ენუქიძე თინა, 70 წლის;
თოიძე ნინო, 25 წლის;
კიკვიძე ზაირა, 61 წლის;
ლოლაძე მანანა, 33 წლის;
მამულიშვილი თამარი, 50 წლის;
მეტრეველი ვენერა;
ნოზაძე მამუკა, 22 წლის;
სამარგულიანი ნანა, 41 წლის;
ქვასროლიაშვილი შალვა;
ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის;
ჭოველიძე თამარი, 16 წლის;
ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის;
ჯინჭარაძე მზია, 43 წლის;
მელქაძე მანანა 23 წლის;
ქარსელაძე გია, 25 წლის", - წერს სალომე ზურაბიშვილი
ზუსტად 35 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.