ერთ მუშტად შეკრული ქართველებისთვის შეუძლებელი არაფერია - ლევან ხაბეიშვილი

09.04.24 15:07
ერთ მუშტად შეკრული ქართველებისთვის შეუძლებელი არაფერია - ლევან ხაბეიშვილი

„35 წელი გავიდა ტრაგიკული დღიდან და ეს დღე ნათლად აჩვენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - ერთ მუშტად შეკრული ქართველებისთვის შეუძლებელი არაფერია,- ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე საუბრობს. ლევა ხაბეიშვილის თქმით, 9 აპრილიდან 35 წლის თავზეც საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა ისევ უწევს, თუმცა არ ბრძოლაში ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. 

„35 წელი გავიდა ტრაგიკული დღიდან და 33 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. ეს დღე ნათლად აჩვენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - ერთ მუშტად შეკრული ქართველებისთვის შეუძლებელი არაფერია. ჩვენდა სამწუხაროდ, 35 წლის თავზე კვლავ გვიწევს ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის. იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე ერთობით, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს  და 35 წლის თავზე ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა