3 საათი თავისუფლების მარშის დაწყებამდე - მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
3 საათი თავისუფლების მარშის დაწყებამდე - საქართველოს მოლაქეები რუსული კანონის წინააღმეგ აქციისთვის ემზადებიან. ეპიცენტრი ზუსტად 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანი იქნება და მსვლელობა სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან დასრულდება.
9 აპრილიდან ზუსტად 35 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები დღეს "ოცნების" რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის წინააღმეგ სამოქმედო გეგმასაც გაასაჯაროებენ. უკვე დაანონსებულია, რომ პროტესტი და აქციები იქნება ყველგან და იქამდე, ვიდრე რუსულ კანონს უკან არ გაიწვევენ.
თავისუფლების მარშს დღეს სტუდენტები შეუერთდებიან. ისინი ამბობენ, რომ მათი მომავალი ევროპაშიაად ბრძოლოს გარდა, სხვა არჩევანი არ რჩებათ.
დღეს კიდევ ერთხელ ვალებულები ვართ ყველანი, მათ შორის ახალგაზრები და სტუდენტები, როგორც 35 წლის წინ იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ისე დავიცვათ დღესაც, რადგან საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხლე აყენებს ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ. ეს იქნება ჩვენი მარში, გამოხატულება იმისა, რომ "ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს ქართულ პოლიტიკურ სანაგვეზე, - ამბობენ ახალგაზრდები.